|
2019-09-24 13:10:25, 1764 ნახვა
პოლიტიკა
სიძულვილის ენის გამოყენებაში „პატრიოტთა ალიანსი“ ლიდერია - კვლევა
მედიის განვითარების ფონდის კვლევის მიხედვით, 2018 წელს სიძულვილის ენის გამოყენებაში "პატრიოტთა ალიანსი" ლიდერობს. კვლევა აღნიშნულია, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრებმა 2018 წელს ჯამში 157 სიძულვილის ენის შემცველი განცხადება გააკეთეს, მას მოსდევს ქართული დასი (41) და თავისუფალი საქართველო (40). ამავე კვლევის თანახმად, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა 2018 წელს 27, ხოლო ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა 11 დისკრიმინაციული კომენტარი გააკეთეს. გარდა ამისა, სიძულვილის ენის შემცველი 26 განცხადება გააკეთა პარტიამ "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", 8 "ლეიბორისტულმა პარტიამ", 6 კი პარტიამ "ნეიტრალური სოციალისტური საქართველო". გამოიკვეთა 8 საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებს ყველზე ხშირად ავრცელებდა. აღნიშნულ ორგანიზაციებში დისკრიმინაციული კომენტარების რაოდენობით პირველ ადგილს „ქართული მარში" იკავებს. ვრცლად კვლევის ნახვა შეგიძლიათ აქ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)