|
2019-09-24 11:56:03, 1527 ნახვა
პოლიტიკა
ლევან კობერიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას ითხოვს
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მოსამართლეობის ყველა კანდიდატის ჩაგდებას და იუსტიციის საბჭოს ჩაგდებას ითხოვს. კობერიძე კოლეგებს მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირონ. „ჩემს ყველა კოლეგა დეპუტატს მოვუწოდებ, ჩააგდოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატი თამარ ალანიას ჩათვლით. დაიწყოს რეალური რეფორმა სასამართლო სისტემაში და არა ეს ფასადური შაპიტოს ცირკი – პირველი ნაბიჯით კონსტიტუციაში ცვლილებების გზით უნდა დაიშალოს იუსტიციის საბჭო“, - წერს ლევან კობერიძე facebook-ზე. ამასთან, ლევან კობერიძე ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმისა და დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას მიმართავს: „ქალბატონო თამარ, არ მჯერა, რომ თქვენ „ცუდი“ იყავით და ახლა „კარგი“ გახდებით“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)