|
2019-09-24 11:44:33, 1257 ნახვა
პოლიტიკა
გაბინაშვილი - გამოხატვის თავისუფლებასა და სასამართლოს ავტორიტეტს შორის დელიკატური ბალანსი უნდა გაივლოს
დელიკატური ბალანსი უნდა იყოს გავლებული გამოხატვის თავისუფლებასა და სასამართლოს ავტორიტეტის დაცვას შორის, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მერაბ გაბინაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეეტის სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კილაძე დაინტერესდა, როგორც მოსამართლე როგორ არჩევანს გააკეთებდა თუ მედიის თავისუფლების საპირწონედ პატივი და ღირსება იდგებოდა?! გაბინაშვილის თქმით, ის ბალანსის დაცვის მომხრეა. „ღირსება ყველა უფრო აღმატებული ცნებაა, ღირსება შეიძლება იყოს პირადიც და საზოგადოებრივიც. ახალდაბადებული ადამიანსაც კი აქვს ღირსება და უკანასკნელი დამნაშავის ღირსებაც ბოლომდე უნდა იყოს თავისუფლება. მედიის თავისუფლებას რაც შეეხება, აქ ინფორმაციის გადაცემის სტანდარტებთან გვაქვს საქმე. მედია ასრულებს თავის ფუქნციას, უნდა გადასცეს ინფორმაცია საზოგადოებას, მაგრამ ევროპული სასამართლოს პრეცედენტები აწესებს დასაშვები კომენტარის სტანდარტს და ამბობს, რომ ინფორმაციის გადაცემამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას სხვა ღირებულების დარღვევას, როგორიცააა სასამართლოს ავტორიტეტი, სხვისი ღირსება. აქ დელიკატური ბალანსი უნდა იქნას გავლებული გამოხატვის თავისუფლებასა და სასამართლოს ავტორიტეტის დაცვას შორის“, - განაცხადა გაბინაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს მერაბ გაბინაშვილს, უსმენენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)