06:35 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-19 13:12:40, 2215 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი - 2019 წელს ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები გაძლიერდა

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, 2019 წელს ქვეყანაში ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები გაძლიერდა.

ლომჯარიამ „თბილისი პრაიდზე“ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ პრაიდის ორგანიზების მსურველთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა ვერ უზრუნველყო.

„2019 წელს გაძლიერდა ჰომოფობიური, ტრანსფობიური განწყობები, რაშიც ნათლად იკვეთება კარგად ორგანიზებული ანტიგენდერული ჯგუფების გავლენა და ამის მაგალითია ზაფხულში მიმდინარე მოვლენები, როდესაც გარკვეული ჯგუფები იკრიბებოდნენ და მოუწოდებდნენ საზოგადოებას ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობისკენ. ძალადობის მუქარა განხორციელდა „თბილისის პრაიდის“ ორგანიზატორებზე. სამწუხაროდ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო პრაიდის ორგანიზების მსურველთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. ასევე, მოძალადე ჯგუფების მიმართ სახელმწიფოს არ გაუტარებია ეფექტური სისხლის სამართლის პოლიტიკა. დღემდე პასუხისმგებლობა არ დაკისრებია ძალადობის არც ერთ წამქეზებელს, ორგანიზატორსა თუ მონაწილეს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics