02:09 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-19 10:14:31, 1488 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - თითოეული თეთრი ბიუჯეტიდან იხარჯება მიზნობრივად და ბოლომდე ხმარდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას

საზოგადოების სრულყოფილად ინფორმირების მიზნით, აჭარის მთავრობა 2010-2019 წლების წარმომადგენლობითი ხარჯების ამსახველ ოფიციალურ მონაცემებს ასაჯაროებს.  

მონაცემების თანახმად, წინა ხელისუფლების პირობებში, წარმომადგენლობითი ხარჯების ტენდენცია იყო ყოველწლიურად მზარდი:   

წელი - 445 730 ლარი 

წელი - 517 947 ლარი

წელი - 771 347 ლარი  

რაც შეეხება, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდს,  ოფიციალური მონაცემების თანახმად,  ფიქსირდება  წარმომადგენლობითი ხარჯების კლების ტენდენცია:  

წელი - 154 313 ლარი  

წელი - 109 189 ლარი  

წელი ( 8 თვე) – 87 122 ლარი  

აღსანიშნავია, რომ წელს აჭარამ აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო ფორუმს და   კონფერენციას - “საქართველოს ევროპული გზა” უმასპინძლა. წარმომადგენლობითი ხარჯები ასევე გათვალისწინებულია ორი მაღალი დონის საერთაშორისო           ფორუმისთვის, რაც მაღალი რანგის პოლიტიკოსების მონაწილეობით აჭარაში წლის ბოლომდე უნდა მოეწყოს. 

“თითოეული საბიუჯეტო ლარი, თითოეული თეთრი იხარჯება მიზნობრივად და ბოლომდე ხმარდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, მათი ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხებს.  

განსხვავებით ძველი პრაქტიკისგან -  როცა საბიუჯეტო სახსრებით ხდებოდა ძვირადღირებული           პიჯაკების, ასევე ძვირფასი საჩუქრების შეძენა ნაცნობმეგობრებისთვის. გასულ წლებთან შედარებით, ჩვენ ორჯერ გავზარდეთ რესპუბლიკური ბიუჯეტი, ხოლო მილიონი ლარით შევამცირეთ  ადმინისტრაციული ხარჯი მთავრობის აპარატში, რაც 2012 წელთან შედარებით  5-ჯერ ნაკლებია. ვერც მთავრობის თავმჯდომარე და ვერცერთი თანამდებობის პირი ვერ იქნება ფუფუნებაში", - განმარტავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

წარმომადგენლობითი ხარჯების დაკავშირება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან არარელევანტურია, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ 2019 წლის I კვარტალში აჭარის რეგიონში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 26.1 მლნ აშშ დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებაში გაზრდილია 209%-ით.  

აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჭარაში 1 მილიარდი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები განახლდა. 


 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics