|
2019-09-05 17:16:09, 1680 ნახვა
სამართალი
გომელაური თემირლან მაჩალიკაშვილზე: როცა ადამიანი მესვრის, უფლება მაქვს იარაღი ამოვიღო
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ კანონით პოლიციელსაც და სპეცრაზმელსაც უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი, რისთვისაც მინისტრის ან ხელმძღვანელის პირდაპირი ბრძანება არ სჭირდება. „მინდა ხაზი გავუსვა, რომ გამოძიება მიჰყავს პროკურატურას. მე რომ ვთქვა ახლა, რატომ არ დამთავრდა დროზე, ან რატომ არ მთავრდება - ცოტა ისეთი თემაა. ეს პროკურატურას უნდა ჰკითხოთ. ალბათ, თუ რაღაც მტკიცებულებებს ელოდებიან, ან ექსპერტიზას ელოდებიან, ან დაკითხვას ელოდებიან, ჩვენებებს ელოდებიან, არ ვიცი. ალბათ დაამთავრებენ პროკურატურაში. მე ვერ გაგცემთ პასუხს. ვგრძნობ თუ არა პასუხისმგებლობას, ეს სხვა თემაა. ჩატარდა სპეცოპერაცია და კითხვას მე ასე შემოგიბრუნებთ: უკაცრავად, მაგრამ რატომაც არ მეკითხებით, ჩატაევის და მისი თანამზრახველები ვინც მოკლა, იმაზე რატომ არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას? მაგაზე რატომ არ მეკითხებით? ეს არ არის საინტერესო? ყველა ვინც იქ დაიღუპა, ვინც იყო ჩატაევის გვერდით, მათი ოჯახებიც საუბრობენ - ზოგი ჩეჩნეთში, ზოგი რუსეთში და ზოგიც გერმანიაში, რატომ არ მეკითხებით მაგაზე რატომ არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩატაევის სიკვდილზე, თანმხლებ პირებთან ერთად - არ შეიძლება ასე. გავაიგივებ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მათი ოჯახის წევრი იყო, მაგრამ ეს ადამიანი, ეს ბავშვი იყო ჩათრეული. მე ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამ. მოტყუებით მიიყვანეს იქ. ადამიანი რასაც იქ წერდა - თავს ავიფეთქებ და 18 წლის ბავშვი იყო. ჩატაევი იყო გამოცდილი პიროვნება, ნაომარიც, მეომარიც და ა.შ. ეს ადამიანი იყო პატარა ბავშვი, მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ ხოლმე, ჩათრეული იყო. რაც მოხდა იქ, ამას პროკურატურა იძიებს. მას ჰქონდა ხელყუმბარა - არ ჰქონდა ხელყუმბარა, უნდა აეფეთქებინა თუ არა- უკაცრავად, ამაზე მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო?! თუ იტყვიან, რომ ეს დამნაშავეა, ის დაისჯება და ჩაჯდება ციხეში, მე რატომ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა?! ასევე, ერთი რაღაც მინდა ყველამ რომ იცოდეთ, არსებობს სისხლის სამართლის კანონი, იარაღის გამოყენების კანონი. როცა ვარ პატრულის თანამშრომელი, იგივე სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი, მაქვს იარაღი- იქ მე არ ვეკითხები არც მინისტრს, არც ჩემს ხელმძღვანელს, შევდივარ მე ოთახში ტერორისტი იქნება ეს თუ კრიმინალი იქნება, როგორ უნდა გამოვიყენო. მე მაქვს ჩემი კანონი და უნდა გამოვიყენო იარაღი. მე ვწყვეტ იქ, ვესროლო თუ არ ვესროლო. იქ ჩემი თავის მინისტრიც მე ვარ როცა შევდივარ სპეცოპერაციაზე, ჩემი დეპარტამენტის ხელმძღვანელიც და ყველაფერი. მე რომ გავისვრი იქ, მე უნდა ვაგო პასუხი სასამართლოსთან და არა ჩემმა მინისტრმა, ჩემმა დეპარტამენტის უფროსმა. ახლა ყველა ვიღაცა რაღაცას დააშავებს და ყველა მინისტრმა, მინისტრის მოადგილემ პასუხი აიღოს - რატომ? ვკითხულობ. ელემენტარული თემაა - მას თავისი კანონი აქვს. კანონით სახელმწიფო აძლევს მას იარაღს და გამოყენების უფლებას და რატომ უნდა აგოს? ეს ინდივიდუალური ადამიანია. მე მაქვს ჩემი უფლება გამოვიყენო ან ხელი მოვაწერო, დავნიშნო თუ არ დავნიშნო. თუ არასწორად დავნიშნე ადამიანი, მომთხოვს პასუხს მე. ვიღაცამ იქ რამე გააფუჭა, ყოველ ვთქვათ ტყვიის გასროლაზე, მინისტრი გადავაყენოთ-გადმოვაყენოთ, ეს არ არასწორია. კანონი არეგულირებს და რატომ სთხოვთ ვიღაცას პასუხისმგებლობა აიღოს, რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს გეკითხებით. არასწორია უბრალოდ. რატომ უნდა აიღოს გახარიამ პასუხისმგებლობა ამ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე? მესმის, მძიმეა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - მე როცა ვარ პოლიციელი, მაქვს იარაღი და ვხედავ, რომ ეს ადამიანი ან მესვრის, ან მკლავს, ან თავში მირტყამს - უკაცრავად, მე უფლება მაქვს ამოვიღო იარაღი, ან დავაზიანო ისე, რომ არ მოვკლა, ან კიდურებში ვესროლო, ან პირდაპირ თუ ვხედავ მკლავს ან ვიღაცას კლავს, ვეღარ ვასწრებ, მე არ მჭირდება „ბატონო მინისტრო, შეიძლება ამას ვესროლო?"- კაცს კლავს. ამას ვხსნი და მაინც ვერ იგებთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
(NS)
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)