|
2019-08-29 15:21:25, 2524 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს მომხდარი ფაქტი არ ახსოვს
პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს მომხდარი ფაქტი არ ახსოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა, ალექსანდრე გაბუნიამ განუცხადა. როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, თამარ საძაგლიშვილს ათეულობით წელია ფსიქიკური პრობლემები აქვს და შესაბამის მედიკამენტებსაც იღებს. „მას არაფერი ახსოვს, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს, მომხდარის შესახებ არაფერი იცის. ფსიქიკური პრობლემები აქვს, მკურნალობდა და ახლაც მკურნალობს, საკმაოდ მძიმე პრეპარატებს იღებს. დიდი ალბათობით, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნება. თუ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა, ჩვენ მოვითხოვთ. პატიმარს დღეს პირველად შევხვდი, 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, მეტი ინფორმაცია არ მაქვს. დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რამდენიმე ათეული წელია. სამედიცინო დაწესებულებაშიც იწვა, სხვადასხვა დაწესებულებებში. ბოლოს, ფსიქიკური პრევენციის ცენტრში 2017 წელს, რამდენიმე დღე იწვა და პრეპარატები აქვს დანიშნული. ძალიან მოდუნებულია, წამლებს ახლა ვერ იღებს, რადგან თან არ აქვს“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ პეკინის #11-ში გამვლელი ქალი 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და მას სახის არეში, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ბავშვი მშობლებთან და მცირეწლოვან დასთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა თავდასხმა. ამის შემდეგ, ქალმა დაჭრილის დისკენ გაიწია და თავდასხმა მასზეც სცადა, თუმცა მცირეწლოვანი გოგონა მამამ დაიცვა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა და ის დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)