04:17 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 10:07:54, 1258 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქურდობის 4 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 3 არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ -საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე სამი არასრულწლოვანი - 2002 წელს დაბადებული ო.კ., 2001 წელს დაბადებული ე.ბ. და 2004 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ,,ჯი პი სი"-ს აფთიაქი, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტი ,,ბავარიული გრილი", ამავე ქუჩაზე მდებარე ტურისტული კომპანია ,, time 2 travel''-ის ოფისი და ნაფარეულის ქუჩაზე მდგარი „ბე-ემ-ვე“- ს მარკის ავტომანქანა გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics