18:47 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-22 19:06:20, 1889 ნახვა

სამართალი
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან

 „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან.

მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები საგამოძიებო უწყებაში თავიანთ უფლებადამცველთან, ზვიად კორძაძესთან მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ  გამოძიება მათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღსანიშნავია, რომ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურატურამ  TV პირველის მფლობელის მამის ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყების ცნობით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიერ ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics