|
2015-07-09 16:06:08, 522 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ისრაელის ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს შეხვდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძემ და იუვალ ფუქსმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხაბაძემ სტუმარს რეგიონში მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ასევე ებრაელი ინვესტორებისთვის საინტერესო მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება. „ყოველთვის მიხარია ბათუმში სტრუმრობა. პირველად არჩილ ხაბაძეს 2 წლის წინ შევხვდი, მას შემდეგ რეგიონში ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით პროგრესი შეიმჩნევა. ჩვენ დაინტერესებული ვართ ტურიზმითა და სოფლის მეურნეობით, რაშიც აჭარას დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ ვისაუბრეთ ქართველებსა და ებრაელებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე, ინვესტიციებზე. ვფიქრობ, წელს ბევრი ებრაელი ტურისტი ეყოლება ბათუმს“, - განაცხადა იუვალ ფუქსმა შეხვედრის შემდეგ. ისრაელის ელჩმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ისრაელში მიიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)