12:53 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-17 12:06:40, 250 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, ივანიშვილის სახით, სპეეკულაციებს არასდროს ჰქონია შედეგი

იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკებს არასდროს არ მოჰყოლია რაიმე შედეგი. ვერაფერი ვერ თქვეს ხელისუფლებაზე იმდენად სუფთაა ჩვენი საქმიანობა და მისი წესები. მათ შორის ღარიბაშვილს ვგულისხმობ. [...] იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ასეთ საუბრებს, სპეკულაციებს არასდროს აქვს ხოლმე რაიმე შედეგი. დისკომფორტი არის ის, როდესაც ყოფილი პრემიერი ხვდება ციხეში, კონკრეტული ბრალდებით, ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, რომ კორუფციის ბრალდებით მოუხდა ციხეში წასვლა. უმჯობესი იყო, არ ჰქონოდა ასეთი საქმიანობა წარსულში.

კორუფცია არის ძალიან ცუდი და როდესაც ადამიანს აქვს წაყენებული კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება და ეს ბრალდება შემდეგ არის დადასტურებული, ამას ვერანაირად ჩამოიწმენდ განცხადებებით თუ წერილებით. ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ წარსულზე და ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ცუდი. კორუფციას ვერავინ გადაფარავს ვერც წერილებით, ვერც განცხადებებით. [...] იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ ასეთ საუბრებს არასდროს არ ჰქონია რაიმე შედეგი. გუნდი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მუშაობს სუფთად.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სუს-ის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა
კობახიძე: იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, ივანიშვილის სახით, სპეეკულაციებს არასდროს ჰქონია შედეგი
ევროკავშირმა დაგმო ირანში რეპრესიები და სიკვდილით დასჯა
ტრამპი ევროპას - ჩვენ მხოლოდ უნდა ვთქვათ: „იცით რა? ჩვენ აღარ ვვაჭრობთ თქვენთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics