13:42 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-17 12:58:04, 245 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ძალიან ცუდი

იყო 

არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად, ეს იყო კორუფციული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა.

მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკს არასდროს მოჰყოლია რაიმე შედეგი. ვერაფერი თქვეს ხელისუფლებაზე იმდენად სუფთაა ჩვენი ხელისუფლება...

მათ შორის, ღარიბაშვილს ვგულისხმობ... დისკომფორტი არის ის, როდესაც ყოფილი პრემიერმინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით. ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტია. დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, რომ კორუფციის ბრალდებით მოუწია ციხეში წასვლა.

უმჯობესი იყო, მას არ ჰქონოდა ასეთი საქმიანობა წარსულში. ასეთ შემთხვევაში დისკომფორტი იქნებოდა ნაკლები. კორუფცია არის ცუდი. როდესაც ადამიანს აქვს წაყენებული ბრალდება კორუფციასთან დაკავშირებით და ეს ბრალდება არის დადასტურებული, ამას ვერანაირად ვერ ჩამოიწმენდ განცხადებებით თუ წერილებით.

კორუფციას ვერავინ გადაფარავს ვერც წერილებით, ვერც განცხადებებით. ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ წარსულზე. ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ძალიან ცუდი.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინელმა როსტოვში აეროდრომზე 3 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი გაანადგურეს
ქართული ოცნება გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შეუერთდა
კობახიძე: ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ძალიან ცუდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics