|
2015-07-09 09:59:56, 413 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერის ინიციატივით, საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი იქმნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი იქმნება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცენტრი, რომელიც საჯარო ადმინისტრაციის სფეროში კადრების და რესურსების მომზადებას ისახავს მიზნად, მუშაობას საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებისთანავე დაიწყებს. ის იქნება საჯარო სამსახურის რეფორმის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რათა შეიქმნას კარგად მომზადებული და შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე კადრების დიდი ქსელი. „ეს იქნება საზოგადოება, ის ჯგუფი, რომელიც შემდგომში შეძლებს სწორი, გამჭვირვალე მმართველობის, საზოგადოებრივი პოლიტიკის შექმნასაც და გატარებასაც“, - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭელიძემ, რომელმაც ახალი ცენტრის ჩამოყალიბების გეგმაზე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან ერთად იმუშავა. საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი საწყის ეტაპზე წელიწადში 12-14 ათას საჯარო მოხელეს გადაამზადებს. ტრენინგები იქნება როგორც საბაზისო, ისე - თემატური. ცენტრი ასევე გახსნის ფორუმს საჯარო პოლიტიკის განხილვისა და საერთაშორისო დებატებისთვის. ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს უკვე არსებულ უწყებრივ სკოლებსა და აკადემიებთან, ასევე, გაითვალისწინებს გერმანიის საჯარო ადმინისტრირების ფედერალური აკადემიისა და პოლონეთის საჯარო ადმინისტრაციის ეროვნული სკოლის გამოცდილებას. „იმ მომენტისთვის, როდესაც საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდება, ჩვენ ცენტრი გამართული გვექნება. აუცილებელია, საჯარო მოხელეთა გადამზადება იყოს სისტემატური, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენს მუშაობაზეც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ნინო ჭელიძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმატებულ საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად, 115 ახალგაზრდა გაიგზავნება; გასულ წელს გაგზავნილი 77 სტუდენტიდან კი 26 - წელს, ხოლო დარჩენილი ნაწილი მომავალ წელს დაბრუნდება. „ეს პროცესი გაგრძელდება. ვფიქრობთ, 4-5 წელიწადში მივიღებთ კარგად მომზადებულ 500-600 ახალგაზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)