16:29 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 10:07:55, 745 ნახვა

რეგიონი
მაშველებმა სათაფლიის ტყეში დაკარგული ორი მოქალაქე იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა წყალტუბოში, სათაფლიის ტყეში დაკარგული ორი მოქალაქე იპოვეს.

უწყების ცნობით, მათ გზა აებნათ და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ წყალტუბოში, სათაფლიის ტყეში ორ მოქალაქეს გზა აებნა და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდა.

ტურისტების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა იმერეთის მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი.

საძიებო სამუშაოების შედეგად, სათაფლიის ნაკრძალში უვნებლად ნაპოვნია დაკარგული საქართველოს ორი, 17 წლის მოქალაქე. ისინი მეხანძრე-მაშველების მიერ გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილზე. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამძებრო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ჯგუფის გარდა, ჩართული იყო წყალტუბოს კრიმინალური პოლიციის ჯგუფი და სათაფლიის ნაკრძალის რეინჯერი“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს კლინიკაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
კახა კალაძე სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს
ბათუმში, ტრადიციულად წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics