23:29 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 11:41:01, 1262 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: ზვიად კუპრავასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებით საბჭოთა კავშირში დავბრუნდით

„ჩვენ ამ გადაწყვეტილებით დავბრუნდით საბჭოთა კავშირში, ტოტალიტარულ რეჟიმში“, - ასე შეაფასა „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ადვოკატმა ლევან დავითაიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება.

დავითაიას განცხადებით, გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

„ამით, ფაქტობრივად ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც სამზარეულოში არის ნათქვამი, თქვენს ოჯახებში და თქვენს სახლებში, იგივენაირად შეიძლება დასჯად ქმედებად მოინათლოს. ჩვენ ამ გადაწყვეტილებით დავბრუნდით საბჭოთა კავშირში, ტოტალიტარულ რეჟიმში, ამითაა სრულიად ახსნილი ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღესაა მიღებული. ეს ნორმა თავისი ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში. ასევე, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოსა და ევროპულ სასამართლოში“, - განაცხადა ლევან დავითაიამ.

ცნობისთვის, ზვიად კუპრავას, რომელსაც ბრალი სასამართლოს უპატივცემულობაში ედება, 9 თვიანი  პატიმრობა შეეფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics