16:05 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-26 15:03:21, 325 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი ამისთვის და მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების დეტალური გარჩევისთვის არასამთავრობო ორგანიზაციას მადლობას უხდის.

„თრანსფერანსი ინთერნეიშენალმა (საერთაშორისო გამჭვირვალობამ) მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად. დასკვნაში წერია – მის მიმართ ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, რის გამოც იგი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად, ევროსაბჭოს რეზოლუციის მიერ დადგენილი კრიტერიუმების თანახმად.

დიდი მადლობა „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, სანდრო ბარამიძეს და ეკა გიგაურს. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ასევე მადლობა ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების დეტალური გარჩევისთვის. ოპოარხებმა ეს არ გააშუქეს, მაგრამ ჩვენ მაინც გავავრცელოთ აქ“, – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ შედგენილ პოლიტიკურ პატიმართა სიაში იქნება შეყვანილი. ორგანიზაციის შეფასებით, „ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ხოლო მიმიდინარე საქმეებზე მის მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც სააკაშვილი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციის მიხედვით, აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ (5-დან 4) კრიტერიუმს“.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics