20:39 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 13:09:52, 2379 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მსოფლიოში ტოპ 50 ყველაზე ინოვაციურ სახელმწიფოს შორის ვართ, რაც სრულიად დამსახურებული შეფასებაა

„საქართველომ ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა გლობალური ინოვაციების ინდექსში,  ჩვენ მოვხვდით ტოპ 50-ში, რაც ნიშნავს, რომ ვართ მსოფლიოში ტოპ 50 ყველაზე ინოვაციურ სახელმწიფოს შორის - ეს არის სრულიად დამსახურებული შეფასება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გლობალური ინოვაციების ინდექსში საქართველოს დაწინაურების კომენტირებისას განაცხადა.

ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. პირველად ინოვაციების გლობალური ინდექსის 2019 წლის მონაცემებით, საქართველო პირველად მოხვდა ტოპ 50 ქვეყანას შორის, კერძოდ, 48- ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით საქართველოს მაჩვენებელი 11 საფეხურით გაუმჯობესდა.

ნათია თურნავას შეფასებით, ასეთი წინსვლა იმ სიახლეებმა განაპირობა, რომლებიც მთავრობამ ინოვაციების პოლიტიკის მიმართულებით გაატარა.  „აქ ძალიან დიდი როლი შეასრულა იმ სიახლეებმა, რაც ჩვენ გავატარეთ ინოვაციის პოლიტიკის თვალსაზრისით, მათ შორის ახალმა მცირე გრანტების პროგრამამ, რაც ახალისებს ინოვატორებს, მხარდაჭერილია კრეატიული იდეები. ეს არის განათლების რეფორმა და ის გარღვევა, რაც ამ სფეროში მოვახდინეთ, ასევე ის ვალდებულებები, რაც ავიღეთ განათლების განვითარების თვალსაზრისით და მრავალი სხვა ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენი შეფასება ესოდენ დაწინაურებულიყო", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics