|
2019-07-17 10:29:50, 1620 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ტურიზმის სექტორში გამოწვევების დასაძლევად მომზადებულ გეგმაში აქცენტს საოჯახო ტიპის სასტუმროებზე ვაკეთებთ
„ტურიზმის სექტორში გამოწვევების დასაძლევად მომზადებულ ჩვენს გეგმაში მთავარი აქცენტი აკეთებს მცირე ზომის, უფრო საოჯახო ტიპის სასტუმროებზე გაკეთდება. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის განცხადებით, სამთავრობო გეგმა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას ითვალისწინებს, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული შეხვედრების დროს დასმული პრობლემური საკითხების შესწავლის შემდეგ განისაზღვრა. ერთ-ერთ ასეთ საკითხად ნათია თურნავამ ტურიზმის ბიზნესში დასაქმებული კომპანიების ფინანსური ვალდებულებები დაასახელა, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ მცირე საოჯახო სასტუმროებს დააწვა. მინისტრის თქმით, აღნიშნული ბიზნესსეგმენტისთვის საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსება განიხილება. „ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ კონკრეტულ კრიტერიუმებზე. ერთ-ერთი მექანიზმი, რაც იქნება გამოყენებული, ესაა პროგრამა „აწარმოე საქართველოში"-ს ფარგლებში ამ მიმართულების მომსახურება“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საკრედიტო - საგარანტიო სქემაზე, რომელიც, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მთლიანად იქნება ორიენტირებული ტურისტულ ბიზნესებზე. აღნიშნული სქემა დამატებით უზრუნველყოფას შესთავაზებს ბანკებს, რათა არ გაჩერდეს არამარტო არსებული ბიზნესები, არამედ დაფინანსდეს მათი გაფართოება და პერსპექტიული პროექტები. სამთავრობო გეგმის მესამე მიმართულებაა მარკეტინგული პროექტები. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ძირითადი აქცენტი გლობალური პლატფორმების მეშვეობით საქართველოს პოზიციონირებაზე გაკეთდა. „გვაქვს მიმდინარე კონტრაქტები „სი-ენ-ენ"-თან, „ბლუმბერგთან", National Geographic-თან, ასევე ვსაუბრობთ Google-თან და ამ გლობალური პლატფორმების მეშვეობით მათი წვდომის არეალი იქნება მაქსიმალური და ეფექტური. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ საქართველო არის უნიკალური და უსაფრთხო ტურისტული ადგილი, ტურისტული ბაზარი," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია რვაასამდე სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტის, ბლოგერის , ტუროპერატორის ჩამოყვანა. „მხოლოდ ივლისში 200-მდე ჟურნალისტი უკვე სტუმრობს საქართველოს. ისინი, ძირითადად, ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები არიან, მაგრამ მათ შორის არიან ჟურნალისტები და ბლოგერები ახალი პერსპექტიული ბაზრებიდან, როგორიცაა საუდის არაბეთი. ჩვენ ვაცნობთ მათ საქართველოს, ისინი კი ჩვენს ქვეყანას თავიანთ მკითხველს გააცნობენ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)