|
2019-07-16 14:40:15, 1605 ნახვა
ეკონომიკა
მიქაბაძე: მწვანე ეკონომიკისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის მდგრად ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის თავმჯდომარეობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო წრეების, კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო მწვანე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) შეისწავლა საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების მწვანე სესხებთან დაკავშირებული გამოწვევები. აღნიშნული კვლევის ფარგლებში, OECD - მ ითანამშრომლა ქართულ ბანკებთან, რომელთაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით მიღებული აქვთ გარემოსდაცვითი საკრედიტო ხაზები საქართველოში. „დღეს განვიხილავთ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ორ პრიორიტეტულ მიმართულებას - მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობას, რადგან მათ შეუძლიათ ქვეყნის მდგრადი ინკლუზიური განვითარების უზრუნველყოფა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე კუთხით - მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა; სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ამოქმედდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მექანიზმი, რომელიც აქტუალური სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნება. „ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა გაიზარდოს მათი როლი საქართველოს მწვანე ეკონომიკად ტრანსფორმაციაში. მათთვის უნდა შეიქმნას მეტი შესაძლებლობა და სტიმული, რათა საქმიანობაში მეტი აქცენტი სწორედ მწვანე, ნახშირბადის დაბალ ემისიაზე ორიენტირებული და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე გააკეთონ“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. სამუშაო შეხვედრაზე მოხსენება გააკეთეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, საგენტო „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზედგინიძემ, აგრეთვე მოწვეულმა სტუმრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, OECD - დან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროგრამის EU4Environment - ის ფარგლებში.
(NS)
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)