|
2019-07-11 16:01:37, 2456 ნახვა
ეკონომიკა
პიერ ჰეიბრონი - 2018 წელს ევრობანკმა საქართველოში რეკორდულად დიდი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა
„ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმში ვიღებთ მონაწილეობას. ეს ქვეყნები ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ჩვენ 1200 პროექტში 25 მილიარდი ევროს ინვესტირება განვახორციელეთ. შესანიშნავია, რომ ამ ფორუმზე შესაძლებელია კერძო ინვესტორებთან უშუალო კონტაქტი. ჩვენ ვეცდებით, რომ კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებას“, - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტმა პიერ ჰეიბრონმა, რომელიც ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს. პიერ ჰეიბრონის განცხადებით, 2018 წელი რეკორდულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის, რადგან აღნიშნულ საფინანსო ინსტიტუტმა საქართველოში 260 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. „ჩვენ ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს. ჩვენ ვაპირებთ, რომ კიდევ გავზარდოთ მხარდაჭერა 2019 წელს და მომდევნო წლებში. აღსანიშნავია, რომ ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციების 90% კერძო სექტორზე მოდის“, - განაცხადა ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
(NS)
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)