|
2019-07-08 23:27:09, 1672 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - ანტისაოკუპაციო მანიფესტაციას პრობლემები შეექმნა, რადგან „ნაცმოძრაობა“ წარმოჩინდა როგორც ხელმძღვანელი
„ანტისაოკუპაციო მანიფესტაციას, გარკვეული პრობლემები შეექმნა. პირველი იმიტომ, რომ კრისტალიზაცია მოხდა და „ნაცმოძრაობა“ წარმოჩინდა როგორც ხელმძღვანელი ამ მოძრაობის და საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რომელიც ამაში მონაწილეობას იღებდა, დაინახა, რომ იმ ძალის გვერდით დგას, რომელმაც 2008-ში მიუხედავად პარტნიორი ქვეყნების სულ სხვა საგზაო რუქისა, სხვანაირად იმოქმედა და სერიოზული კონსპირაცია მოხდა ისე, რომ რუსეთს საშუალება მიეცა არათუ შემოსულიყო, ოკუპაცია მოეხდინა, არამედ თავისი პოზიცია გაემყარებინა რეზოლუციებით, რომელსაც „ნაცმოძრაობამ“ დაუჭირა მხარი“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „ იმედის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლეენების შემდეგ სიტუაციამ სტაბილიზაციისკენ დაიწყო სვლა და ხელახალი ესკალაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხრიდან კვლავ რუსული თემის წამოწევას მოჰყვა. „საზოგადოებამ დაინახა ისიც, რომ რეალურად ამ შემოჭრის დროს მომხდარი ეს უბედურება, არ იყო მსგავსი იმისა, რაც ნაცმოძრაობამ არაერთხელ ჩაიდინა, იმიტომ, რომ მაშინ სახელმწიფოს პოლიტიკა იყო ისეთი. ახლა, სპონტანური, გამომდინარე ვითარებიდან შეიძლება იყო ძალის გადაჭარბება, არასწორი მოქმედებები, რეალურია, გამოძიება მიმდინარეობს და განსხვავება დაინახა საზოგადოებამ. ამას დაემატა კიდევ განცხადება იმის თაობაზე, რომ პროპორციული არჩევნებისთვის მზად არის ძალიან ბევრი პარტია და ახლა უკვე კონსულტაციები მიმდინარეობს ამ თემასთან დაკავშირებით. საგარეო კურსთან დაკავშირებით, რაც მთავარია, დაინახეს, რომ დღეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მთელი პაკეტი დავამტკიცეთ გრანტებისა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის საქააერთველოსათვის. საგარეო თემა მოიხსნა დღის წესრიგიდან მიუხედავად პროვოკაციისა რაც მოხდა. გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე და სიტუაციამ სტაბილიზაცციისკენ სვლა დაიწყო. აქედან გამომდინარე, ერთადერთი წაუგებელი სვლა იყო, რომ რუსთავი ორი გამოსულიყო და გაეკეთებია ის, რაც გააკეთა. რუსთავი 2 ხომ არის ნაციონალური მოძრაობის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული განყოფილება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება და თემა აიღო, კვლავ რუსული რესურსი, კვლავ რუსული თემა, ისევე როგორც ეს ადრე მოხდა და კვლავ რუსუი რესურსით დაპირისპირება აწ უკვე საქართველოს ეკონომიკურ სისტუაციაზე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)