20:39 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-23 19:33:04, 270 ნახვა

სამართალი
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება და მათ „სრულ სიცრუეს უწოდებს“.

საუბარია გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ მსჯავრდებულ დავითაძეს „რუსთავის ციხეში ბადრაგებმა სცემეს და მასზე ძალადობა სისტემატურად ხორციელდება“.

როგორც პატარიძე განმარტავს მსჯავრდებულთან დაკავშირებით შესაბამისი მასალები გადაეცათ როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და არც ერთ შემთხვევაში პენიტენციური სამსახურის მისამართით არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ შენიშვნაც კი არ გამოთქმულა.

,,სამწუხაროდ, გუშინ ჩვენ პენიტენციური სამსახურის მისამართით ვისმინეთ ძალიან მძიმე ბრალდებები მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მშობლების მხრიდან, რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის სიცრუე და აბსურდის თეატრი. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით“,- განაცხადა გიორგი პატარიძემ.

როგორც პატარიძემ აღნიშნა, მისი პირადი გადაწყვეტილებით 2026 წლის მარტიდან დავითაძესთან დაკავშირებით გადაღებული ყველა ვიდეომასალის დაარქივება ხორციელდება.

,,დამატებით, ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, უკვე მიმდინარე წლის 3 მარტიდან ხორციელდება ვიდეომასალის დაარქივება, რომელიც სრულად მოიცავს მსჯავრდებულ დავითაძის საკანში ყოფნის პერიოდს, ასევე მის ყველა გადაადგილებას №6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე",- განაცხადა გიორგი პატარიძემ.

მისვე თქმით, პენიტენციური სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას ყველა დაინტერესებულ მხარეს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით არსებული ვიდეომასალები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადასცეს.

მანვე მოუწოდა ყველას, „თავი შეიკავონ ცრუ და მიზანმიმართული განცხადებებისგან“.

გიორგი პატარიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი პენიტენციური სამსახურის უკლებლივ ყველა თანამშრომელს და, რა თქმა უნდა, №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით", - განაცხადა გიორგი პატარიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics