|
2019-07-03 16:55:40, 1441 ნახვა
ეკონომიკა
საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულებისთვის და მოქმედი სტუდენტებისთვის უპრეცედენტო შეღავათები დაწესდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობის, სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საზღვაო აკადემიის უშუალო ჩართულობით, მეზღვაურების პროფესიული ზრდა-განვითარების მიზნით, მიღებულ იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულებისთვის და მოქმედი სტუდენტებისთვის სასწავლო-საწვრთნელი სერტიფიკატების უფასოდ გაცემას. კერძოდ: ა) გამომდინარე იქიდან, რომ მეზღვაურთა საზღვაო 6-თვიანი პრაქტიკა საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილია და ეთმობა 30 კრედიტი, საზღვაო პრაქტიკისთვის კი აუცილებელია თეორიული ცოდნის გარდა კონკრეტული საწვრთნელი კურსების გავლა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ გადაწყვიტა, აკადემიის სტუდენტებისთვის პრაქტიკისთვის სავალდებულო ქვემოთ ჩამოთვლილი კურსები უფასოდ ჩაატაროს: ა) Personal Survival Techniques 1.19 / პირადი გადარჩენის მეთოდები; ბ) Fire Prevention And Fire Fighting 1.20 / ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა; გ) Elementary First Aid 1.13 / ელემენტარული პირველადი დახმარება; დ) Personal Safety And Social Responsibilities 1.21 / პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა. ბ) მეზღვაურთა დასაქმებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნა - მის გარეშე მეზრვაურების შანსი, დასაქმდნენ წამყვან და პრესპექტიულ კომპანიებში, ძალიან დაბალია. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარ ბაზაზე ყველა მსურველ მეზღვაურს უფასოდ ჩაუტაროს ინგლისური ენის შემსწავლელი ორთვიანი კურსები. კურსებს გაუძღვებიან საზღვაო აკადემიის პროფესორები (აკადემიური პერსონალი). კურსების ორგანიზებულად წამართვის მიზნით გამოცხადდება რეგისტრაცია მიმდინარე წლის 8 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით (ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრში, მისამართი: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ. N2), რის შემდეგაც შეიქმნება სპეციალური ჯგუფები და დაიწყება მეცადინეობები. გ) აკადემია ასევე ითვალისწინებს იმ პირების მდგომარეობას და საჭიროებებს, ვინც დაასრულა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, აიღო შესაბამისი კვალიფიკაციის და კომპეტენციის სერტიფიკატი, მაგრამ ვერ მოახერხა დასაქმება. შესაბამისად, საზღვაო აკადემია საკუთარ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც მეზღვაურის სერტიფიკატები უკვე აღებული აქვთ და ბოლო 4 წლის განმავლობაში ვერ დასაქმდნენ, შესაბამის პოზიციაზე საწვრთნელ კურსებს ჩაუტარებს უფასოდ. აღნიშნული შეღავათებით სარგებლობისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ზემოთაღნიშნული შეღავათები/აქციები არ არის ერთჯერადი და მიიღებს პერმანენტულ ხასიათს. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საქართველოს ერთადერთი სახელმწიფო საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებაა და აცნობიერებს თავის მნიშვნელობას საზღვაო სფეროს განვითარების საკითხში. წლების განმავლობაში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას თავისი წვლილი შეაქვს მეზღვაურთათვის ჯანსაღი გარემოს შექმნაში, მათი წინსვლისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით.
(NS)
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)