|
2019-07-01 15:29:39, 1454 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: მანდატებს ყველა პარტია მიიღებს, რომელიც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმებს მოიპოვებს
პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების მიღებას პოლიტიკური პარტიების კონსენსუსი სჭირდება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანონის მისაღებად 113 დეპუტის ხმაა საჭირო. მისივე თქმით, პროექტი უმრავლესობის 100-მდე დეპუტატის მიერ არის ხელმოწერილი.
"ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა ჩვენგანმა ერთად უნდა ავიღოთ პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო სექტორმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება პარტიული სისტემის სწრაფი განვითარება. ეს შესაძლებელს გახდის პოლიტიკური სისტემის სათანადო ფუნქციონირებას პროპორციული სისტემის პირობებში. კანონპროექტი, რომელიც არის ინიცირებული პარლამენტში, არის ლაკონური. კანონპროექტს ხელს აწერს ასამდე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან. საბოლოო ჯამში, ამ კანონპროექტის მიღებას სჭირდება პოლიტიკური პარტიების კონსენსუსი. ჩვენ გვაქვს იმედი და ვართ მოწოდებული, ხელი შევუწყოთ ამ კონსენსუსის ჩამოყალიბებას საქართველოს პარლამენტში, რათა მოგროვდეს 113 ხმა ამ კანონპროექტის მხარდასაჭერად. რაც შეეხება კანონპროექტის ტექსტს, ის არის საკმაოდ ლაკონურად მოცემული. მარტივი ფორმულა უზრუნველყოფს, რომ პარტია, რომელიც იღებს სულ მცირე ერთ მანდატის მოსაპოვებლად საჭირო ხმების რაოდენობას, ეს არის დაახლოებით 0,67% ხმებისა, მიიღებს მანდატს. საქართველოს პარლამენტში დადგენილია ბუნებრივი, ნულოვანი ბარიერი, შემდეგი არჩევნებისთვის. კიდევ ერთ დეტალს განვმარტავ – თქვენ იცით, რომ არსებობს კონსტიტუციის ძირითადი ტექსტი, სადაც განსაზღვრულია საარჩევნო სისტემა, კერძოდ 5%-იანი საარჩევნო ბარიერით, ეს ძირითადი ტექსტი რჩება ძალაში და ის იმოქმედებს ყოველ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის. რაც შეეხება ახალ ინიციატივას, ის აისახება კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში. კონსტიტუციური კანონი, რომელიც მიღებული იქნა 2017 წელს, შეიცავდა გარდამავალ დებულებებს, მათ შორის იყო ერთ-ერთი მეცხრე პუნქტი, რომელიც ადგენდა, რომ შემდეგი არჩევნები ტარდებოდა შერეული საარჩევნო სისტემით. ცვლილება შეეხება მეცხრე პუნქტს, იცვლება მეცხრე პუნქტი, ამოღებული იქნება ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ შემდეგი არჩევნები ტარდება შერეული საარჩევნო სისტემით და ეს ჩანაწერი შეიცვლება ჩანაწერით პროპორციული არჩევნების ჩატარების თაობაზე. ამავე პუნქტში აისახება ე.წ. ბუნებრივი ბარიერი შემდეგი ტექსტით: საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს, ან მანდატებს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას. ეს არის ამ კანონპროექტის ტექნიკური მხარე “, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)