|
2019-06-28 15:40:25, 1648 ნახვა
კომენტარი
პრემიერი გახარიას გადადგომაზე: ცალკეული გადაცდომის შემთხვევები უნდა გამოვიძიოთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას
კონკრეტული პოლიციელების ქმედებები უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ გამოძიებული და შემდეგ, ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა „ექსპრესნიუსის“ კითხვას იმის თაობაზე, რომ თუკი ირაკლი კობახიძემ აიღო პასუხისმგებლობა დაქვემდებარებულების შეცდომაზე და გადადგა, რატომ არ აკეთებს იგივეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. პრემიერმა დააზუსტა, რომ საკითხი დამატებით შესწავლას და გამოძიებას მოითხოვს და გუნდი მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. „ის რაც მოხდა 20 ივნისს, დილით, ეს იყო ძალიან მძიმე შეცდომა, ეს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ ვიცით მისი შედეგი - რა გულწრფელი პროტესტი მოჰყვა საზოგადოების მხრიდან და ირაკლი კობახიძემ მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს დამთავრებული პროცესი იყო. გიორგი გახარიას დღეს უყენებენ პრეტენზიას თან ისე, რომ ამავე დროს ცდილობენ იგნორირება გაუკეთონ მთავარ შეფასებას და მთავარი შეფასება გახლავთ ის, რომ პოლიციას არ ჰქონდა სხვა გზა დარჩენილი გარდა იმისა, რომ გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. პრეტენზიას უყენებენ საკითხზე, რომელიც დამატებით შესწავლას და გამოძიებას მოითხოვს, რომ კონკრეტულმა თანამშრომლებმა შეიძლება გამოიყენეს ზედმეტი ძალა. რაც შეეხება ლეგიტიმური ძალის გამოყენებას, ამის შესახებ კითხვის ნიშანი არ არსებობს, და არ აქვს არავის, რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების ქმედებებს, დიახ, უნდა იქნეს ის გამოძიებული მაქსიმალური გამჭვირვალობის რეჟიმში და შემდეგ, ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე კიდევ ერთხელ განვაცხადებ, ჩვენთან გუნდში თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ადამიანს, ვინც სკამს გამოეკიდება , მითუმეტეს ისეთი ფასეულობათა სისტემის მქონე ადამიანი, როგორიც გიორგია. კითხვები რომელიც არსებობს, მასზე პასუხი უნდა იქნეს გაცემული და აუცილებლად იქნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)