2019-06-18 12:11:30, 1676 ნახვა
სამართალი
შსს - ქუთაისში, კორპუსში მომხდარი აფეთქება ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება
ქუთაისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების საქმეზე გამოძიება ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ინციდენტის შედეგად 7 პირი დაშავდა. ისინი საავადმმყოფოში არიან გადაყვანილი.
"11 პრიმა 19-109 ე მუხლით დაიწყი გამოძიება. ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ შსს-ში.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი ქონებრივი დავა იყო. მათივე ცნობით, მეზობლებმა გაიგეს, როგორ მივიდა მოდავე ნათესავი ბინაში გამთენიისას და ბენზინი მიიტანა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან