|
2019-06-17 14:15:14, 1393 ნახვა
ეკონომიკა
„ქართული ლუდის კომპანიამ“ ბათუმში, „ზაფხულის ფესტივალი 2019“-ში მიიღო მონაწილეობა
სს "ქართული ლუდის კომპანიამ" 15 ივნისს, ბათუმში გამართულ "ზაფხულის ფესტივალი 2019"- ში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე კომპანია სრული ასორტიმენტით იყო წარმოდგენილი როგორც ლუდის, ასევე ლიმონათის, ენერგეტიკული სასმელებისა და ნატურალური წვენების მიმართულებით. ფესტივალი, 15 ივნისს, ზღვის სანაპიროზე, ანბანის კოშკის მოპირდაპირედ გაიმართა, რომლითაც საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში ზღვის სანაპირო ზოლი გაფორმდა თემატური საზაფხულო დეკორაციით და ინსტალაციებით, გაიმართა ფრანებისა და ფარნების შოუ, მოეწყო დღისა და ღამის ეფექტური ფოიერვერკი. ღონისძიების მუსიკალურ პროგრამაზე კი ზრუნავდნენ ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები. "მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ბათუმიდან ვაუწყებთ ყველას, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა და გართობისა და დასვენების დრო მოვიდა. ტურიზმის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის მნიშვნელოვანია და ძალიან ამაყები ვართ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებას ავღნიშნავთ ქალაქში, რომელიც "ტურისტული ოსკარის" მფლობელი გახდა. სს "ქართული ლუდის კომპანიის" პროდუქცია განსაკუთრებით მოთხოვნადი გაზაფხული-ზაფხულის ცხელ დღეებში ხდება. ჩვენ მზად ვართ მომხმარებლებს სიახლეები შევთავაზოთ და უფრო მეტი ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელი გამოვიტანოთ ბაზარზე", აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე 15 ივნისს "ზაფხულის ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში სანაპიროზე ფუნქციონირებდა ღია კაფეები და ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იყო შესაძლებელი.
(R)
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
გაუპატიურების ბრალდებაზე პენიტენციური დეესკალაციის ოთახში გადაღებულ კადრებს ავრცელებს - ვიდეო
გაუპატიურების ბრალდების საპასუხოდ ირმა ინაშვილი ითხოვს დადგეს მე-6 დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)