2019-06-15 16:40:53, 2239 ნახვა
სამართალი
კანცელარიასთან დაკავებული პირებიდან, სამს 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას დაკავებული პირებიდან სამს 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
სასამართლო სხდომაზე დაკავებული 28 პირის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე მსჯელობენ.
ცნობისთვის, დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, რა დროსაც პოლიციამ 28 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული პირებიდან 7 წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან