|
2019-06-10 14:04:49, 2022 ნახვა
სამართალი
შსს - მთაწმინდის მე-14 საარჩევნო უბანზე, სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა არ დგინდება
შინაგან საქმეთა სამინისტრო მთაწმინდის მე-14 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია ავრცელებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში 10 ივნისს დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. ამ ეტაპზე დგინდება, რომ 9 ივნისს, თბილისში, ჯამბულის ქუჩაზე მდებარე N14 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე 1986 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ იგი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა მოქალაქეებს. ამ ეტაპზე, პოლიციის მიერ აღნიშნული ფაქტის შესწავლით, არ დგინდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. მიმდინარეობს ინციდენტის შემსწრე პირთა გამოკითხვები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)