14:12 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-26 12:52:31, 250 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნიდან სომხეთში გააძევა ბელორუსელი ოპოზიციონერი რომელიც თავშესაფარს 5 წელი ელოდა

ბელორუსი მოქალაქე ლევ მიხეევი, რომელიც საქართველოში 25 სექტემბრის დილით დააკავეს, სომხეთის საზღვარზე გადაიყვანეს. მიხეევმა გამოცემა „პოზირკს“ განუცხადა, რომ ამჟამად ის სომხეთის მხარეს იმყოფება, სადაც ასევე დაკავებულია სახელმწიფოთაშორისი ძებნის სიაში ყოფნის გამო, ბელარუსის ხელისუფლების მოთხოვნით. ის საქართველოში თავშესაფარს 2021 წლიდან ელოდა.

მიხეევის თქმით, 25 სექტემბერს ის მივიდა მიგრაციის დეპარტამენტში, სოფელ მარტყოფში, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს, დროებითი პირადობის მოწმობის განახლებისთვის. მათ მისი განაცხადი მიიღეს და სთხოვეს, ორ კვირაში დაბრუნებულიყო გადაწყვეტილების მისაღებად.

თუმცა, დაბრუნებისას დეპარტამენტის თანამშრომლებმა აცნობეს, რომ მას გასაუბრებაზე უნდა ჩასულიყო თბილისში. შემდეგ ძალით ჩასვეს მანქანაში და ტელეფონი ჩამოართვეს. თბილისში მიხეევმა დაახლოებით ორი საათი გაატარა ოფისში, სანამ თარჯიმანს ელოდებოდნენ.

ბელორუსიელის თქმით, მისი საქმის განმხილველმა ოფიცერმა უთხრა, რომ ის საქართველოში არალეგალურად იმყოფებოდა და მისი ამჟამინდელი პირადობის მოწმობა არარელევანტური იყო. მიხეევი აცხადებს, რომ მას შესთავაზეს არჩევანის გაკეთება - ან იძულებით დაეტოვებინა საქართველო ხელბორკილებით, ან თავად აერჩია დანიშნულების ქვეყანა. მან უარი თქვა ბელარუსში დაბრუნებაზე და განაცხადა, რომ თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი მის სამშობლოში დევნა იყო.

მიხეევმა მოითხოვა ვადა მინიმუმ 9 ოქტომბრამდე, მისი დროებითი პირადობის მოწმობის ვადის გასვლამდე, მაგრამ უარი მიიღო. მისი თქმით, შემდეგ სახლში წაიყვანეს ნივთების ასაღებად, შემდეგ მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს და იქიდან, დაკავებულთა გადასაყვანად განკუთვნილი მანქანით, სომხეთის საზღვარზე.

მიხეევი აცხადებს, რომ თავად აირჩია სომხეთი. მისი თქმით, დეპორტაციის შესახებ მოსმენა არ ჩატარებულა და საქართველოს ხელისუფლებამ აიძულა, ხელი მოეწერა დოკუმენტებზე, რომლებიც მას არ ესმოდა.

მიხეევი სომხეთის საზღვარზე დააკავეს, რადგან მისი სახელი მინსკის მოთხოვნით დსთ-ს სახელმწიფოთაშორის ძებნილთა სიაში იყო.

საქართველოში მცხოვრებმა ბელარუსმა ადამიანის უფლებათა დამცველმა რომან კისლიაკმა „პოზიროკს“ განუცხადა, რომ მიხეევის დაკავების შემდეგ, მიგრაციის დეპარტამენტისა და პოლიციის მეშვეობით სცადა მისი ადგილსამყოფელის გარკვევა. მისი თქმით, ბელორუსელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იზოლირებული იყო.

კისლიაკმა ასევე განაცხადა, რომ მხოლოდ ინციდენტის შემდეგ გახდა ცნობილი მიხეევის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სავარაუდოდ ივლისში იქნა მიღებული. უფლებადამცველს თავად გადაწყვეტილება არ უნახავს და განაცხადა, რომ აპირებს მის შინაარსს გაეცნოს.

ადრე, 25 სექტემბერს, კისლიაკმა მიხეევის საქართველოში დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მაშინ მან ვარაუდი გამოთქვა, რომ ბელორუსელი შესაძლოა დეპორტაციისთვის ემზადებოდნენ, რადგან მისი საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილებოდა.

 2020 წელს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, მიხეევი ოპოზიციონერი კანდიდატის, ვიქტორ ბაბარიკოს შტაბის მოხალისე იყო და ხელმოწერებს აგროვებდა. ამ საქმიანობის გამო მას სამშობლოში პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ, არაერთხელ დაიბარეს მილიციაში, 2021 წელს კი მისი ბინა გაჩხრიკეს, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლიმ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნიდან სომხეთში გააძევა ბელორუსელი ოპოზიციონერი რომელიც თავშესაფარს 5 წელი ელოდა
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics