|
2019-06-09 22:02:54, 1699 ნახვა
სამართალი
შსს-მ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მომხდარ 2 ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დღეს, საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მომხდარ 2 ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. კერძოდ, უწყების ცნობიტ, 1. ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N37ა-ში არსებულ ჭადრაკის სასახლეში მდებარე N17 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე თამარ მეტონიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით; 2. ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N5-ში მდებარე N18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ანა ბარამიძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით; „აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით აწარმოებს რამდენიმე ფაქტის შესწავლას. დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)