|
2019-06-09 13:14:42, 1511 ნახვა
სამართალი
ამერიკელმა ექსპერტმა, ჰარვარდის პოლიციის უფროსმა მართლწესრიგის ოფიცრებთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰარვარდის პოლიციის უფროსი - ედუარდ დენმარკი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა ექსპერტმა მართლწესრიგის ოფიცრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჰარვარდის პოლიციის უფროსმა საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო მოდელის მნიშვნელობასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაში მართლწესრიგის ოფიცრების როლზე ისაუბრა. მან მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობა დადებითად შეაფასა. ედუარდ დენმარკის ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) პროექტის - „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გამყარება“ ფარგლებში განხორციელდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თბილისის 162-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები. მართლწესრიგის ოფიცრები ახალგაზრდებს საზოგადოების უსაფრთხოების და დანაშაულის პრევენციის შესახებ ესაუბრნენ. მათ მოსწავლეებს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები გააცნეს და სამართალდამცველთა საქმიანობის შესახებ ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრის დასასრულს, მართლწესრიგის ოფიცრებსა და სკოლის მოსწავლეებს შორის გუნდური თამაშები გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)