|
2019-06-09 11:22:45, 1386 ნახვა
სამართალი
შსს აკადემიაში ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიების თემაზე საპილოტე ტრენინგი ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ევროკავშირის პროექტის - „მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ (EU-ACT) ფარგლებში, აკადემიის ინსტრუქტორებმა საპილოტე ტრენინგი ჩაატარეს. სასწავლო კურსის მიზანი იყო ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება და დახვეწა. ტრენინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და სამხარეო დანაყოფების თანამშრომლები ესწრებოდნენ. სწავლებაში ქართველ ტრენერებთან ერთად ჩართული იყვნენ ბელგიელი და ბრიტანელი ექსპერტები. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ნარკოტიკების ახალი სასწავლო მოდული, რომელიც მოიცავს: ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ბაზას, საგამოძიებო და ოპერატიულ მოქმედებებს, ექსპერტიზის ჩატარების პროცედურებს, ადამიანის უფლებებს, ნივთმტკიცებების მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვ. აკადემიის ინსტრუქტორებმა მათ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილება გაუზიარეს და პრაქტიკული სავარჯიშოები უჩვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტრენერებმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავეს ნარკოტიკების ახალი სასწავლო მოდულის თემატიკა და პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საბაზისო და გადამზადების პროგრამებში დაინერგება. სწავლების დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)