|
2019-06-08 16:28:46, 1652 ნახვა
სამართალი
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა 80-დან 8 მონაწილემ ჩააბარა
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა. 80 გამოსაცდელიდან გამოცდა რვა მონაწილემ ჩააბარა. 75-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში ხუთმა, ხოლო სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში სამმა გამოსაცდელმა გადალახა. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგამოცდო ტესტი სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ 100 არჩევით პასუხიან - მარტივი, საშუალო და რთულიკატეგორიის, დავალებას მოიცავდა. ელექტრონულმა სისტემამ თითოეული მონაწილისთვის საგამოცდო ტესტის ინდივიდუალურად შედგენა უზრუნველყო. ტესტური გამოცდის პასუხი გამოსაცდელმა გამოცდის დასრულებისთანავე შეიტყო. ტესტური გამოცდის მიმდინარეობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აკვირდებოდა. "ტესტური გამოცდა პირველი ეტაპია. არის ასი შეკითხვა და 75 სწორი პასუხის შემთხვევაში გამოსაცდელს უფლება აქვს გადავიდეს მეორე ეტაპზე. გამოცდის ორივე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში გამოსაცდელი მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას ჩააბარებს. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დაინტერესება არის საკმაოდ მაღალი, რაც ნამდვილად კარგია, ეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და სასამართლო სისტემას მისცემს შესაძლებლობას ჰყავდეს ბევრი კანდიდატი იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხონ, საბოლოოდ კი გამწესდნენ მოსამართლეებად",-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ რაც შეეხება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპს, წერითი გამოცდა 15 ივნისს ჩატარდება. წერით გამოცდამდე კი ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს მიმართოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)