|
2019-06-07 10:24:54, 1537 ნახვა
სამართალი
რუსთავში, ორსულ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერტიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა ორსულ მეუღლეზე - 1990 წელს დაბადებულ ს.მ-ზე. ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ოპიუმის და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის, წინასწარი შეცნობით ოჯახური ნიშნით ორსული ქალის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სსკ-ის 11'-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, 126' მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, 126' მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)