|
2019-06-04 15:44:58, 1338 ნახვა
საზოგადოება
სარალიძის ადვოკატი: არ დასრულებულა ეს საქმე, ბევრ კითხვას, თუნდაც სამოხელეო დანაშაულს პასუხი უნდა გაეცეს
„ვერ ჩავთვლით, რომ ეს საქმე დასრულდა, რადგან ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, თუნდაც სამოხელეო დანაშაულს - ვინ მიიყვანა ეს საქმე აქამდე“, - ასე გამოეხმაურა ხორავასს ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის, მამის ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე საქმის მთავარი ფიგურანტის, მიხეილ კალანდიას დაკავების ფაქტს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მიხეილ კალანდიას ბრალეულობაზე საუბრობდა საგამოძიებო კომისია, ომბუდსმენი და არასამთავრობო სექტორიც. თუმცა პროკურატურასა და შსს ამ დორომდე არ უმოქმედია, რაც კითხვებს აჩენს. „ყველა ეტაპზე ხდებოდა ბრძოლა იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგენილიყო, ზაზა სარალიძე მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთი პირი მიუთითებდა მიხეილ კალანდიას მონაწილეობას, იყო საგამოძიებო კომისიის რეკომენდაცია,იყო სახალხო დამცველის რეკომენდაცია, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვები, მაგრამ პროკურატურა დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რასაც პირად მე ვთვლი,რომა რის არასწორი ნაბიჯი. მაშინ, როდესაც საქმეში მოიპოვება მტკიცებულებები, სუბელიანის ქმედებაშიც, იმ დანაშაულის გარდა, რომლისთვისაც ის იხდის სასჯელს შეიმჩნევა სხვა დანაშაულის ნიშნებიც და ეს შესწავლას საჭიროებს. ვიხილეთ ფარული ჩანაწერი, რომელიც არ არის შესწავლილი, როგორ რანაირად ვის მიერ მოხდა ჩაწერა, ეს კიდევ ერთი ეტაპია და არ არის შესწავლილი უშუალოდ ამ ჩანაწერში გაჟღერებული დანაშაულის ნიშნები. თუნდაც ის გარემოება, რომ საეჭვოდ ემთხვევა მირზა სუბელიანის მიერ მოხდილი სასჯელი მის მიერ დაანონსებულ სასჯელს ბადებს საზოგადოებაში ეჭვს. ვერ ჩავთვლით, რომ ეს საქმე დასრულდა, არ დასრულებულა ეს საქმე, ვინაიდან ჯერ კიდევ ბევრ კითხვის ნიშანს უნდა გაეცეს პასუხი“, - აღნიშნა ადვოკატმა.
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)