23:38 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-13 22:14:17, 304 ნახვა

პოლიტიკა
მანჯგალაძე საპროცესოებზე: ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? ან რა მოვინანიო?

4 ოქტომბრის საქმეზე "ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში" მსჯავრდებული პაატა მანჯგალაძე საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით ციხიდან წერილს ავრცელებს. მისი თქმით, ბრალად წარდგენილ "აბსურდს" ვერ მოინანიებს.

"1. მესმის, დიდია ცდუნება, ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, თუმცა, შეუმცდარები არცერთი არ ვართ. შესაბამისად, ჩვენთვის მიუღებელი ან განსხვავებული პოზიცია არ ნიშნავს ავტომატურად ღალატს ან ვინმეს მოღალატედ გამოცხადების შესაძლებლობას;

2. არსებულ პირობებში საპროცესო შეთანხმება იქნება თავისუფალი არჩევანი და ჩვენ უნდა შევძლოთ მათი გაგება, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა.

3. არ ვთვლი, რომ ჰუმანიზმი და ქრისტიანობაა, ადამიანს დააბრალო დანაშაული, დააკავო უკანონოდ, შემდეგ ისეთი პირობები შეუქმნა, რომ აღიაროს და მოინანიოს ის, რაც არ ჩაუდენია, ვგულისხმობ ჩემს შემთხვევას როცა მოსამართლემ პირდაპირ გადააკოპირა ბრალის აღწერისას ბრალდების მტკიცება, თითქოს 2025 წლის 4 ოქტომბერი დავაორგანიზე 2024 წლის ოქტომბერში, ანუ ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადებებით. ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? ან რა მოვინანიო?

4. ადრე გაცხადებულ, ნულოვან თანაგრძნობასთან შედარებით, რა თქმა უნდა, შესამჩნევია ხელისუფლების ნების ცვლილება, მაგრამ ადამიანს აღიარებინო ის, რაც არ ჩაუდენია, ვერ ჩაითვლება ჰუმანურობად.

იმედი მაქვს, გააცნობიერებენ გადაწყვეტილების მიმღებებიც, რომ მომავალში მათაც იგივე ცული არ მიეზღოთ, რითაც დღეს ჭრიან.“ - წერს მანჯგალაძე.

"4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის" ხუთივე წევრს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მათგან ორს - მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ნოდარ მელაძე საპატრიარქოს მიერ ტელევიზიების დაბლოკვაზე - ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს
ტვ პირველს და ტელეკომპანია ფორმულას საპატრიარქომ მცხეთობაზე აკრედიტაცია გაუუქმა
Transparency International:: ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე სამსახურებრივი ძაღლი იყო
ოპოზიციის ცნობით, საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელს 21,22,23 ოქტომბერს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics