|
2026-10-13 22:11:46, 315 ნახვა
სამართალი
მანანა კობახიძემ საკონსტიტუციოს მოსამართლის პოსტი დატოვა
მას შემდეგ, რაც პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილეს, მანანა კობახიძემ საკონსტიტუციოს მოსამართლის პოსტი დატოვა. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე და ორი მოწვევის პარლამენტის წევრი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 2017 წლის 8 თებერვალს, 10 წლის ვადით აირჩიეს. მას უფლებამოსილება რამდენიმე თვეში ეწურებოდა. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ თვითგანრიდება ითხოვა. 9 ოქტომბრის შუამდგომლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ სარჩელის და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი თუ პროცედურული საკითხების განხილვაში მისმა ჩართულობამ, შესაძლოა, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებსა და საზოგადოებაში გააჩინოს გონივრული ეჭვი ამ საქმის მიუკერძოებელ და ობიექტურ გადაწყვეტასთან მიმართებით".
ნოდარ მელაძე საპატრიარქოს მიერ ტელევიზიების დაბლოკვაზე - ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს
ტვ პირველს და ტელეკომპანია ფორმულას საპატრიარქომ მცხეთობაზე აკრედიტაცია გაუუქმა
Transparency International:: ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე სამსახურებრივი ძაღლი იყო
ოპოზიციის ცნობით, საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელს 21,22,23 ოქტომბერს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)