|
2019-06-04 14:05:56, 971 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, „ღირსების მარშის“ ჩატარებამდე გაატაროს ყველა ღონისძიება, რათა შეკრების თავისუფლება უზრუნველყოს
სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან შეხვედრის თაობაზე გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. ომბუდსმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიერ ამ უფლების სრულფასოვანი რეალიზება და შესაბამისი რესურსის მობილიზებით, მოახდინოს კერძო პირებისგან მათი სათანადო დაცვა. "იმ შემთხვევაში თუ სახეზეა შეკრების თავისუფლების შეზღუდვის კანონმდებლობით განსაზღვრული კონკრეტული საფუძველი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება დაასაბუთოს, რომ შეზღუდვა ემსახურება კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევას, მისი გამოყენება აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის, არის არადისკრიმინაციული და პროპორციულად შემზღუდველი და წარმოადგენს იმგვარ საშუალებას, რომლის გამოყენებით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. შსს-ს მიერ გავრცელებული ზემოაღნიშნული ზოგადი განცხადება, სამწუხაროდ, ვერ იქნება მიჩნეული ასეთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებად. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ლგბტ+ თემს და მათ უფლებადამცველებს მრავალი წელია არ ეძლევათ თავისუფალ გარემოში შეკრების შესაძლებლობა, რაც მჭიდრო კავშირშია საზოგადოებაში არსებულ მაღალ ჰომოფობიურ ფონთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საზოგადოებაში ამგვარი განწყობის შემცირებას. ლგბტ+ თემისა და მათი უფლებადამცველების მხრიდან შეკრების თავისუფლების სრულფასოვანი რეალიზების მიზნით, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარების ვალდებულებაზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც 2015 წლის გადაწყვეტილებაში „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც აღნიშნულია, რომ სექსუალური უმცირესობების მიმართ ქართული საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულების გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს, 2012 წლის 17 მაისს ორგანიზებული მშვიდობიანი მარშის გამართვამდე, „ჰქონდათ ვალდებულება, გამოეყენებინათ ყველა შესაძლო საშუალება, მაგალითად, დემონსტრაციამდე საჯარო განცხადებების მეშვეობით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოეხდინათ ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება, ისევე როგორც, გაეფრთხილებინათ პოტენციური სამართალდამრღვევები შესაძლო სანქციების ხასიათზე.“ გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით იკვეთება, რომ როდესაც შეკრების მიმდინარეობისას ქუჩის შეტაკებების მაღალი მოლოდინი არსებობს, სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან წინდახედული ნაბიჯია სამართალდამცავთა მაღალი რაოდენობის პირადი შემადგენლობის, მათ შორის, პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის, მობილიზება. ამდენად, სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, „ღირსების მარშის“ ჩატარებამდე აწარმოოს სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები და გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მოქალაქეთა მხრიდან მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების სრულფასოვანი რეალიზება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ უფლების განხორციელება შეიზღუდება კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით, გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს. ამასთან, დაკისრებული ვალდებულებების სრულყოფილად შესასრულებლად, მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააგრძელოს კომუნიკაცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან. სახალხო დამცველი გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ ლგბტ+ თემის განცხადებით, შსს-ს არა აქვს მათთან სათანადო კომუნიკაცია და გამოთქვამს მზადყოფნას, ჩაერთოს ამ პროცესში, რათა უზრუნველყოფილი იყოს მხარეებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლა", - ნათქვამია განცხადებაში.
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)