14:17 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-04 13:30:17, 2027 ნახვა

ეკონომიკა
მულტიფუნქციური ჩატ-ბოტი „ბილაინისგან“ - პირველად ქართული ტელეკომის ინდუსტრიაში

​ბილაინმა, საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრმა, მომხმარებლების მომსახურების კიდევ უფრო გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით, ახალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჩატ-ბოტი  სუპერ • ბი დანერგა. ჩატ-ბოტი ქართულად საუბრობს და ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, Facebook Messenger-ის მეშვეობით. შესაბამისად, სუპერ • ბი-ს გამოყენებისთვის საკმარისია მომხმარებელს ჰქონდეს Facebook-ის ანგარიში. ჩატ-ბოტის შექმნაზე იმუშავა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ექსკლუზიურად მომუშავე ქართულმა კომპანიამ  Pulsar AI.

საქართველოს ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაში სუპერ • ბი  პირველი მულტიფუნქციური, მესინჯერზე დაფუძნებული ჩატ-ბოტია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს უკვე ბევრი მომსახურების მიღება შეუძლია, მათ შორის:

  • ბალანსის შევსება საკუთარ და სხვის ნომერზე
  • თანხის გადარიცხვა ნომრიდან ნომერზე
  • ბალანსის შემოწმება
  • მიმდინარე მომსახურებების, პაკეტებისა და ტარიფების შემოწმება
  • განვადების დეტალების შემოწმება
  • დეტალური ამონაწერის მიღება
  • კრედიტის, ტარიფისა და პაკეტების გააქტიურება/გათიშვა
  • ინფორმაციის მიღება ბილაინის მომსახურებების შესახებ.

სამომავლოდ სუპერ • ბი ახალ ფუნქციებსაც შეიძენს და მომხმარებლებს კიდევ უფრო სრულყოფილ მომსახურებას შესთავაზებს. ბილაინის მიზანია, უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი იყოს მომხმარებლისთვის კომპანიასთან კომუნიკაცია და ბილაინის მომსახურებებისა თუ პროდუქტების გამოყენება.

სუპერ • ბი-სთან დასაკავშირებლად, ეწვიეთ: https://www.facebook.com/superbuperb/

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics