|
2019-06-03 18:08:56, 1089 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის პირველი ყოველწლიური მოხსენება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტის წინაშე პირველი წლიური მოხსენებით წარდგება. მამუკა ბახტაძის მოხსენება პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. დოკუმენტი, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა, 212 გვერდისგან შედგება. პრემიერის მოხსენებაში სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე, განათლების სფეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზეა საუბარი. ახალი რეგლამენტის თანახმად, პრემიერი პარლამენტის წინაშე მოხსენებით მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა წარდგეს. რაც შეეხება გამოსვლის ფორმატს, აღნიშნულს პარლამენტის ბიურო პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს. მოხსენების შემდეგ, პარლამენტში პოლიტიკური დებატები შედგება. პრემიერი-მინისტრის მოხსენება იხილეთ აქ.
აქტივისტი სერგი ყანჩაველი - ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ აკაცუკად
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)