20:51 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-07 19:55:14, 304 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს

ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებები და გზავნილები შეაფასა და ისინი „ნაცურად“ მოიხსენია.

ტელეკომპანია „პირველის“ კითხვას, ამოიკითხა თუ არა მან საკუთარი პერსონალური როლი ღარიბაშვილის იმ წერილში, სადაც ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაზეა საუბარი, კობახიძემ შემდეგი კომენტარი მისცა:

„ამ თემაში სიღრმისეულად ვერ შევალთ, ძალიან კარგად იცის მან საიდან დაიწყო ეს პრობლემები. რამხელა უსამართლობა იყო 2022 წელს, ვინ პრემიერი?! 2023 წელს რამხელა უსამართლობა იყო. ვინ იყო მაშინ პრემიერი?! მაშინ წამოვიდა მთელი უსამართლობა 2023 წელს. როცა იცის რამხელა უსამართლობა იყო ევროპული ბიუროკრატიისა და მაშინდელი ამერიკული ბიუროკრატიის მხრიდან და მაინც ცდილობს, რომ აქცენტი სხვაგან გადაიტანოს,  ეს არის ნაცობა“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცია“, მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ „ნაცური აზროვნება“ აუცილებლად პარტიულ კუთვნილებას არ გულისხმობს:

„არა, არა, აი, აქედან ჩანს, რომ ნაცობა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მაინც და მაინც პარტიულ კუთვნილებას. ანუ, ნაცური აზროვნება შეიძლება დაკავშირებული იყოს პარტიულ კუთვნილებასთანაც და შეიძლება არ იყოს დაკავშირებული პარტიულ კუთვნილებასთან. კორუფციაც ჩემთვის არის ნაცობა, არასწორი ინტერპრეტაციებით საუბარიც არის ნაცობა, ანუ, ყველაფერი ასეთი მანკიერი მოვლენა არის ჩემთვის ნაცობა“, - აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების შემდეგ - მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics