13:23 - 26 Sep, 2026
|
2019-06-03 13:52:48, 1455 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: სასამართლომ დაადასტურა, რომ სარალიძის ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილეები დაუსჯელები არიან
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. როგორც ლომჯარია წერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით სარალიძის მკვლელობა ჯგუფურად არის ჩადენილი. "დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან. სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!", - წერს ლომჯარია. ომბუდსმენი მოკლული მოზარდის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთობლივ სურათსაც აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ფოტო 1 წლის წინ, ამავე დღეს არის გადაღებული.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)