|
2019-06-03 13:18:16, 1411 ნახვა
სამართალი
სააპელაციომ ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა
სააპელაციო სასამართლომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს - გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე არასრულწლოვანს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვა. „დღეს, 2019 წლის 3 ივნისს, თბილსის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სააპელაციო საჩივრების განხილვა 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე. სასამართლომ განაჩენი არასრულწლოვან გ.ბ.-ს მიმართ კვალიფიკაციის ნაწილში დატოვა უცვლელი, თუმცა დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვის ვადით. რაც შეეხება, არასრულწლოვან გ.ჯ.-ს სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალების მხარის არგუმენტაცია და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა შემდეგი: 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად დაუდგენელ პირთან, სხვა პირთან ერთად. გ.ჯ.-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვის ვადით. განაჩენი შესძლებელია გასაჩვრდეს უზენაეს სასამართლოში ერთი თვის ვადაში“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)