|
2019-06-03 13:00:42, 1608 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - სააპელაციოს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეები გარეთ არიან
ზაზა სარალიძის ოჯახის ადვოკატის ნესტან ლონდარიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ სარალიძის მკვლელობაში მონაწილეები გარეთ არიან. ამასთან, ადვოკატის შეფასებით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება. "მივესალმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვთვლით, რომ სასამართლომ თავის თავზე ძალიან დიდი როლი აიღო. ჯერ თავიდან საქალაქო სასამართლომ, ხოლო ამ ეტაპზე უკვე სააპელაციო სასამართლომაც აიღო თავზე ის დიდი პასუხისმგებლობა, რასაც ჰქვია ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. მან სრულად მიუთითა პროკურატურას, რომ გამოუძიებელია საქმე, მას დაუდგენელი პირები ჰყავს საქმეში. ორგანოს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ეს დაუდგენელი პირები დადგენილად ექცია. არა ერთი დარღვევა ფიქსირდება საქმეში. მოზარდი 12 ჭრილობით არის მოკლული და დღემდე უცნობია მისი მკვლელები. პროკურატურას კი არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს. დღეს დადგა ის ეტაპი, რომ პროკურატურამ ნაბიჯები გადადგას და პასუხი გასცეს ყველაფერს. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. დაუსჯელი არავინ არ დარჩება. პროკურატურას ეკისრება იმის პასუხისმგებლობა, რომ ამ დრომდე დაუდგენელია დათუნა სარალიძის მკვლელები", - განაცხადა ნესტალ ლონდარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)