|
2019-06-03 02:19:39, 1574 ნახვა
სამართალი
რელიგიურ და პოლიტიკურ საკითხებზე კამათის შემდეგ მოქალაქე ლაშა ბრეგვაძეს თავს დაესხნენ
სასტუმრო „რედისონის“ საცურაო აუზზე რელიგიურ და პოლიტიკურ საკითხებზე კამათის შემდეგ მოქალაქე ლაშა ბრეგვაძეს თავს დაესხნენ. ევროპული საქართველოს წევრის, ნინო იმედაშვილის მეუღლეს, ლაშა ბრეგვაძეს, სასტუმრო რედისონში, საცურაო აუზზე, რელიგიური და პოლიტიკური შინაარსის კამათის შემდეგ სამი მამაკაცი თავს დაესხა. როგორც ნინო იმედაშვილი ტაბულას მეუღლის მონაყოლს გადმოსცემს, დისკუსია დაიწყო მამაკაცმა, რომელიც ხმამაღლა საუბრობდა, რომ პრეზიდენტთან და პრემიერთან ერთად, ფოკაში, წმიდა ნინოს გზაზე იმყოფებოდა: "ჩემმა მეუღლემ გამოთქვა კრიტიკული აზრი, რომ რელიგია არ უნდა იყო აფარებული პოლიტიკას. რაზეც აგრესიით უპასუხეს. საუბარი გაგრძელდა, ჩავიდნენ ასლან აბაშიძემდე. ჩემმა მეუღლემ აბაშიძეს შეაგინა, რაზეც მამაკაცები გაღიზიანდნენ. ინციდენტი ადგილზე განიმუხტა. თუმცა, შემდეგ გასახდელში დახვდნენ სამივე. ერთმა მოუქნია დანა, ჩემმა მეუღლემ აიცილა. მეორემ უკნიდან მოუქნია სავარაუდოდ დანა და მოხვდა თავის არეში", - ამბობს ნინო იმედაშვილი ტაბულასთან საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)