|
2019-06-01 10:51:44, 1775 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა წალენჯისა და ჩხოროწყუში გაზიფიციკაციის სამუშაოებს გაეცნობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წალენჯიხასა და ჩხოროწყუს ეწვევა, სადაც მიმდინარე გაზიფიკაციის სამუშაოებს გაეცნობა. ორივე მუნციპალიტეტი აქამდე არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული და ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა. ორივე მუნიციპალიტეტში ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა ადგილობრივ მისახლეობასთან. წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გაზიფიკაციის მასშტაბურ სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აშენდება მაღალი წნევის 192 მ სიგრძის გაზსადენი და მოეწყობა გაზგამანაწილებელი სადგური. პროექტის დასრულების შემდეგ 2897 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. ამის გარდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 3 წლიანი გეგმის ფარგლებში გაზიფიცირდება 13 სოფელი, აბონენტების სავარაუდო რაოდენობა 10,327. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაბა ჩხოროწყუს გაზიფიცირებისთვის აშენდება 86 მ სიგრძის მაღალი წნევის გაზსადენი და მოეწყობა გაზგამანაწილებელი სადგური. შედეგად, 1609 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას. დამატებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდება 19 სოფელი, აბონენტების სავარაუდო რაოდენობა 8,969. 2019 – 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამთავრობო გეგმის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით 226 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება, საიდანაც 75 - სამეგრელოშია. გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებში 210 მლნ ლარი დაიხარჯება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობა სამეგრელოში 120,000 - ს გადააჭარბებს.
(NS)
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)