|
2019-05-31 13:55:32, 934 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ახლო პერიოდში გაიზრდება
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ გაფართოვდება იქნება მაღალი სტანდარტი, რაც პარტნიორებს სიაში შეყვანილი პირების მიმართ სანქციების გატარების საშუალებას მისცემს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლის დროს განაცხადა. პრემიერმა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების იმ შეკითხვას უპასუხა, თუ რატომ არ მოხდა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გაფართოება და რატომ არ არის სიაში დღემდე შეყვანილი რუსეთის ფედერაციის არც ერთი ოფიცერი და საოკუპაციო ძალების არც ერთი წარმომადგენელი. ბახტაძემ აღნიშნა, რომ მას ჰქონდა კონსულტაციები შესაბამისს ორგანოებთან და არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ახლო პერიოდში გაიზრდება. „რაც შეეხება, ყველასთვის პრინციპულ საკითხს და განსაკუთრებით ჩემთვის, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ და რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის რეზოლუციის თანახმად, სადაც ოპოზიცია და უმრავლესობა შეთანხმდა, მოხდა ამ რეზოლუციის მიღება და მთავრობას დაევალა თქვენი განკარგულებით მეგობრებო, რომ შეედგინა სია იმ არაადამიანებისა, რომლებაც ჩაიდინეს სასტიკი დანაშაული ქართველი მოქალაქეების წინაშე. აქვე შევთანხმდით ყველა და უნდა ვიხელმძღვანელოთ რა არის ჩვენი მთავარი მიზანი. ეს არის, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ჰქონდეს ძალიან დიდი წონა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ ყველა არგუმენტი იმისა, რომ დაგვეხმარონ და მოხდეს ამ სიის რეალურ ცხოვრებაში დანერგვა. ეს არის ამოსავალი წერტილი. მინდა აქვე გითხრათ, რომ თქვენ ვერ ნახავთ, ვერცერთ ჩემს გამოსვლას, ვერცერთ საერთაშორისო ტრიბუნიდან, რომ ეს საკითხი არ წამოეწიოს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. ახლა, რაც შეეხება საერთშორისო აქტივობებს: აშშ-მ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი რამდენიმე დღის წინ, რომელიც ითვალისწინებს, პრეზიდენტის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგონებში ადამიანების უფლებათა უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა მიმართებით სანქციების დაწესებას და ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს ამისთვის. მეორე ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუციები, რომელიც მოუწოდებს წევრ ქვეყნებს და ევროკავშირის საბჭოს შესაბამისი სანქციები დაუწესონ. მესამე, უკვე ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ ლიეტუვამ დააწესა ეს სანქციები. მეოთხე, ირლანდიის პარლამენტმა მიიღო მსგავსი რეზოლუცია. მეხუთე, კანადის პარლამენტმა მიიღო მსგავსი რეზოლუცია და ეს ყველაფერი ქმნის იმ წინაპირობას, რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში ამ სიის იმპლემენტაცია და დიახ მე გავიმეორებ, იმას, რაც ვთქვი ერთი წლის წინ და პასუხისმგებელი ვარ ნებისმიერ ჩემს სიტყვაზე და გიდასტურებთ, რომ არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ეს სია ახლო პერიოდში გაიზრდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველას უნდა გვესმოდეს, რა არის მიზანი ამ სიის, ჩვენ უნდა გვქონდეს უმაღლესი ბრალდების სტანდარტი, რომ ჩვენ მეგობრებს ჰქონდეთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაგვეხმარონ ამ სიის ინპლემენტაციისთვის რეალურ ცხოვრებაში და ამას აუცილებად მივაღწევთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)