|
2019-05-30 14:27:36, 1050 ნახვა
პოლიტიკა
ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტის მიმართ უპრეცედენტო დამოკიდებულება გვაქვს
ფოთის პორტთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტის თაობაზე მთავრობის არც ერთმა წევრმა, შესაბამისად, პირადად არც მე, ვიცოდით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს ანაკლიის პორტის მიმართ უპრეცედენტო დამოკიდებულება აქვს და „ანაკლიის კონსორციუმს“ დაფინანსების მოძიების მუშაობისკენ მოუწოდა. „სამწუხაროდ, არაერთხელ გვაქვს ნანახი მამუკა ხაზარაძსისა და „ანაკლიის კონსორციუმის“ მხრიდან საკმაოდ ემოციური განცხადებები, ზოგჯერ და ამ შემთხვევაში ცოტა ნაჩქარევი. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, რომ ანაკლიის პორტის მიმართ გვაქვს ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება მთელ სამთავრობო სტრუქტურებს. არაჩვეულებრივი, უნიკალური პირობები გვაქვს ამ პროექტისთვისაც შექმნილი, არაერთი მხარდაჭერა და დათმობა, კომპრომისული გადაწყვეტილება მივიღეთ იმისთვის, რომ ამ პროექტს არავითარი საფრთხე არ შეექმნას, მათ შორის ინვესტიცია გვაქვს, უშუალოდ, სახელმწიფო აპირებს 100 მილიონი დოლარის ჩადებას, 300 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შექმნას, უკვე 60 მილიონამდე ლარი დავხარჯეთ ამ ნაწილში. როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, ამ პროექტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის, როგორც სტრატეგიული, ასევე უსაფრთხოების, ეკონომიკური უსაფრთხოების, ლოგისტიკური პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით. ანაკლიის პორტის განსახორციელებლად ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. შეგასხენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.
აქტივისტი სერგი ყანჩაველი - ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ აკაცუკად
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)