|
2019-05-29 12:06:28, 1166 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მეტრეველი: დავით გარეჯში სიტუაციის გართულება „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს
სააკაშვილის და „ნაციონალურ მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ეს პრობლემა არ მგონია რომ დამატებით მოგვარებულიყო, სიტუაცია მაშინ ბევრად უარესი იყო, ვიდრე დღეს არის,- ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა მეტრეველმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ვსაუბრობთ დავით გარეჯის პრობლემაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვესაუბრებით მოძმეს ერს, სახელმწიფოს, რომელიც ყოველთვის კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენს გვერდითაა. „ამ ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია პრინციპული რეალიზმი და ადექვატური გააზრება არსებული გამოწვევების, არსებული პრობლემებისა და შემდეგ ადექვატური მიდგომა. როდესაც ვესაუბრებით აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და მის ლიდერებს, მნიშვნელოვნია კარგად გავითავლისწინოთ ვის ვესაუბრებით. საუბარი გვაქვს მოძმე ერთან, სახელმწიფოსთან, რომელიც ყოველთვის კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენს გვერდითაა. თვითონ აზერბაიჯანის სახელმწიფო მაქსიმალურად დადებითაა განწყობილი ჩვენს მიმართ და ცდილობენ რომ პრობლემები და გამოწვევები ერთობლივად, ნორმალურ რეჟიმში მოგვარდეს. ექსპერტმა იმ ძალებზეც ისაუბრა, ვისაც აწყობს პრობლემის გაღვივება და არეულობა და ასეთად მან ნაციონალური მოძრაობა დაასახელა. აქვე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარეჯში უამრავი პატრიოტი ადამიანი ჩადის და გულწრფელად აპროტესტებს იქ არსებულ მდგომარეობას. ,, არის ბევრი ძალა, რომელიც ცდილობს რომ ეს პრობლემა მაქსიმალურად გართულდეს. ვის აწყობს ეს? ეს აწყობს ერთი , რუსეთს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით „ნაციონალურ მოძრაობას“, აწყობს იმას, ვისაც აწყობდა პანკისში არეულობა, ბათუმში არეულობა და ა.შ. მოდით ვთქვათ პირადპირ, ქვეყნის შიგნით ნებისმიერი არეულობა აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას. უამრავი ძალიან წესიერი, პატრიოტი ადამიანია, რომელსაც გული შესტკივა დავით გარეჯზე. ჩადის იქ და აპროტესტებს იმას, რაც იქ ხდება. მაგრამ ამავე დროს, ვინ გამოჩნდა ამ პროცესების დასაწყისში? გამოჩნდა დავით ქაცარავა, გამოჩნდა სხვა არაერთი ავანტიურისტი, რომლებიც რეალურად ამზადებდნენ ამ ნიადაგს. ეს ძალები, ამ სიტუაციაში ყველაზე იდეალურად გრძნობენ თავს. ესენი არიან სიტუაციური მოკავშირეები ნაციონალური მოძრაობის“, რომლებიც ამ შემთხვევაში ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს და მათთვის ნებისმიერი ასეთი სიტუაცია არის მისაღები“, - განაცხადა ნიკა მეტრეველმა. ექსპერტი უწმინდესის განცხადებასაც გამოეხმაურა და მას იდეალური უწოდა და აღნიშნა , , რომ ადექვატური მიდგომით პრობლემა გადაჭრადია. იდეალური განცხადება გაკეთა ჩვენმა უწმინდესმა. ყველანაირად მორგებული სიტუაციაზე. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველგვარი ემოციის გარეშე, ყოველგვარი ისტერიკის გარეშე მაქსიმალურად ადექვატურად უნდა მივუდგეთ ამ პრობლემებს. ეს პრობლემები გადაჭრადია. როგორც ვიზალიბერალიზაციის დროს, ბოკერია და კანდელაკი დარბოდნენ და ამბობდნენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცეთო. აი, ასე ბინძურად დარბიან ახლა და ცდილობენ რომ ცეცხლი დაანთონ.
(NS)
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების შემდეგ - მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)